რეკლამა 20$ თვეში
superruso@mail.ru
მთავარი გვერდიმთავარი საიტის წესებისაიტის წესები რეგისტრაციარეგისტრაცია როგორ დავამატო სიახლე?როგორ დავამატო სიახლე სიახლის დამატებასიახლის დამატება For authorsFor authors
ნავიგაცია საიტის კატეგორიები
კომენტარები ბოლო კომენტარები

misha.kokaiaн.д. სიახლეში
გემშვიდობები


faifuraн.д. სიახლეში
ბავშვობა





misha.kokaiaн.д. სიახლეში
ბავშვობა

Adminн.д. სიახლეში
უსიყვარულოდ…

კალენდარი საიტის კალენდარი
«    მაი 2012    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
რეკლამა რეკლამა საიტზე
10$ თვეში



ცოტაოდენი ლექსები - როგორც ყოველთვის, ნაწილი 7
დაბეჭდე

ცოტაოდენი ლექსები - როგორც ყოველთვის, ნაწილი 7


ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით,
უცახცახებდა პატარა მხრები.
გარეთ კი თვითონ ბუნების ნებით,
თავგანწირულად დნებოდა თოვლი.

ჩნდებოდა მიწა, სველი და შავი,
როგორც დაწრეტილ მდინარეს ფსკერი.
და ხეებს, თუმცა არ ედოთ ფერი,
მაინც ამაყად ეჭირათ თავი.

ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით,
ხოლო მუსიკა, ქარივით ლაღი,
ჭაღს აწყდებოდა და დიდი ჭაღიც
თრთოდა მუსიკის უცნაურ თრთოლვით.

ირგვლივ უძრავად ისხდნენ სტუმრები,
და სტუმრებისთვის უხილავ ცაში
მსუბუქი ფრთებით მიქროდა ბავშვი
და სხეულს ვეღარ გრძნობდა სრულებით.

ოთარ ჭილაძე
-

ალბათ ყველაფერს მოედო ხავსი
და ალბათ უკვე ვეღარც იხარებს:
ეზო, რომელიც ძილშიღა გვახსოვს,
სახლი, რომელიც გადავიყვარეთ.

სამაგიეროდ... სამაგიეროდ,
ქვეყნის ტალახი გვათოვს და გვაწვიმს...
შენ დაიფარე, ღმერთო ძლიერო,
საკუთარ ფესვებს მომწყდარი კაცი

ოთარ ჭილაძე
-

მზაკვარი სხივი როგორ ქირქილებს
ბროწეულებზე:
იმას ჰგონია, აქ განზრახ შეხვდნენ
ჩვენი გულები...
ჩქარა წავიდეთ, თორემ სიჩუმით
დაქანცულები
პირს რომ გახსნიან, ალბათ გაგვცემენ
ბროწეულები!

ანა კალანდაძე
-

ზღვისპირს მოადგა უცნობი ქალი ...
(ვაჟმა იფიქრა: „კარგი რამ არი!”)
ქალმა ჯერ ფეხით მოსინჯა წყალი,
მერე შეიხსნა წელზე ქამარი.

ქალს კაბა მხრებზე გადმოეღვარა
(ვაჟი უცქერდა პირდაბჩენილი)
და იყო ქალი, როგორც ქვეყანა
კოლუმბის მიერ აღმოჩენილი!

მიხეილ ქვლივიძე
-

თეთრი თოვლის ქვეშ ლამაზ ენძელას
სძინავს უთვალავს...
როცა ისინი მოიშორებენ
თოვლის სუდარას,
მეც მაშინ მოვალ შენთან, მთებში,
ჩემო ლურჯთვალავ....

ანა კალანდაძე


ტეგები -

ავტორი: Admin დაამატა 16-02-2012, 16:10 კატეგორიაში: ბიბლიოთეკა » პოეზია
პატივცემულო მომხმარებელო, თქვენ არ ხართ დარეგისტრირებული საიტზე
გირჩევთ დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ თქვენს პროფილში


მსგავსი სიახლეები კატეგორიიდან - ბიბლიოთეკა » პოეზია:
  • ცოტაოდენი ლექსები - როგორც ყოველთვის, ნაწილი 1
  • ცოტაოდენი ლექსები - როგორც ყოველთვის, ნაწილი 4
  • ცოტაოდენი ლექსები - როგორც ყოველთვის, ნაწილი 6
  • ცოტაოდენი ლექსები - როგორც ყოველთვის, ნაწილი 5
  • ცოტაოდენი ლექსები - როგორც ყოველთვის, ნაწილი 10

  • ავტორი: anino, კომენტარები: 2, სიახლეები: 0
    პირს რომ გახსნიან, ალბათ გაგვცემენ
    ბროწეულები! ilove

    ინფორმაცია

    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
    გენაცვალე
    superqali.com
    საუკეთესო ავტორები თავი გამოიჩინეს
    ტოპ კომენტატორები საუკეთესო კომენტატორები
    გამიკითხვა დააფიქსირე შენი აზრი!
    წლის რომელი დრო გიყვარს ყველაზე ძალიან?
    გაზაფხული
    ზაფხული
    შემოდგომა
    ზამთარი
    ყველა მიყვარს
    არცერთი

    ყველა გამოკითხვები
    რეკლამა ჩვენთან რელამა იაფია!
    {changeskin}