რეკლამა 20$ თვეში
superruso@mail.ru
მთავარი გვერდიმთავარი საიტის წესებისაიტის წესები რეგისტრაციარეგისტრაცია როგორ დავამატო სიახლე?როგორ დავამატო სიახლე სიახლის დამატებასიახლის დამატება For authorsFor authors
ნავიგაცია საიტის კატეგორიები
კომენტარები ბოლო კომენტარები

misha.kokaiaн.д. სიახლეში
გემშვიდობები


faifuraн.д. სიახლეში
ბავშვობა





misha.kokaiaн.д. სიახლეში
ბავშვობა

Adminн.д. სიახლეში
უსიყვარულოდ…

კალენდარი საიტის კალენდარი
«    მაი 2012    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
რეკლამა რეკლამა საიტზე
10$ თვეში





იფნები


მე დავიღალე. მე მეძინება.
ბინდით ივსება ჩემი გონება.
სახეზე ბინდი დამეფინება.
გული მიწისკენ დაიწონება.

შენც დაიღალე. შენც გეძინება.
შენ გინდა იგრძნო მეტი სინათლე,
ბინდი გიკარგავს შენ მოთმინებას
დაუყოვნებლივ და მაშინათვე,

მაგრამ სად ვნახავთ ჩვენ სხვა სიხარულს,
უერთმანეთოდ, ამ მურტალ ქვეყნად,
წავალ და წახვალ, სულ გვეხსომება
რომ ერთდროს კაცი და ქალი გვერქვა,

და ყველაფერი ისევ იქნება
თუ ისევ შევხვდით სადმე და ოდეს
მოვალთ ხეებად, თუნდა იფნებად
ისევ ერთმანეთს გავუწვდით ტოტებს

და ვიგრძნობთ ვარჯში გაცრილ სინათლეს,
ჭკნობაშეპარულ ფოთლების ცვენას
და რაღაც ძველ და მარტივ სიმართლეს
რამაც ამქვეყნად აღმოგვაცენა.

ზაზა თვარაძე


ავტორი: misha.kokaiaგუშინ, 22:32 კატეგორიაში: ბიბლიოთეკა » პოეზია ნანახია: 4
ძირითადი სიტყვები
ანახე მეგობრებს ოდნოებში 0 მოგწონს? -



გემშვიდობები


გემშვიდობები

იცი?მე უკვე დავიღალე,
ცხოვრების უსამართლო ქცევებით,
შენ ძალიან გამაწვალე,
რამდენჯერ გამაბრუე ტყუილი სიტყვრბით,
მე აღარ დაგელოდები ხვალ,
აღარ გაჩერდება შენს გამო საათის ისრები.
თუმცა შენგან ბევრი რამ ვისწავლე.
დღეიდან სიყვარულს აღარ შეგეხვეწები,
თუმცა ვიცი მაინც არ შეგიყვარდები,
მაგრამ აღარც მე მედარდები,
შენზე სიყვარულს შევწირე წლები
ეხლა კი სამუდამოდ გემშვიდობები.

წვიმა

მზე ხომ ლამაზია?
მაგრამ მე წვიმა მირჩევნია,
ის ხომ ნატიფია,
და თან ცელქია,
როცა წვიმიანი ამინდია,
ჩემს გულს მაშინ უხარია,
და გარეთ გასვლა სწყურია,
წვიმა ჩემთვის ცის ცრემლია,
როცა გადაიღებს,ცა მოწმენდილია,
დღევანდელი დღეც წვიმიანია,
ალბათ დღეს ბევრი მოწყენილია,
თუმცა რატომ ვერ გამიგია,
წვიმა ხომ ძალიან ლამაზია.



ავტორი: faifuraგუშინ, 12:13 კატეგორიაში: ბიბლიოთეკა » პოეზია ნანახია: 9 ანახე მეგობრებს ოდნოებში 0 მოგწონს? -



ბავშვობა


რა უცებ დამთავრდა ბავშვობა,
რა მალე გადის ეს წლები,
აი უკვე მოსულა ახალგაზრდობა,
მალე თეთრად შეიღებება თმები,
მახსოვს ბავშვობის დევიზი იყო გართობა,
ეხლა კი ვართ სერიოზულები,
თუმცა ყველას გვინდა გავიხსენოთ ბავშვობა,
და მოგვაგონდეს ის ლაღი წლები,
მაგრამ ეხლა ასაკსი დიდია სხვაობა,
ეხლა ბავშვობის გვრჩება მხოლოდ მოგონებები.


ავტორი: faifura15-05-2012, 19:12 კატეგორიაში: ბიბლიოთეკა » პოეზია ნანახია: 41 ანახე მეგობრებს ოდნოებში 0 მოგწონს? -



შიში ხარ შენ ჩემი


შიში ხარ შენ ჩემი
მეშინია არ დაგკარგო,
ნატვრა ხარ შენ ჩემი
მენატრები ჩემო კარგო,
სიყვარული ხარ შენ ჩემი
მართლა ძალიან მიყვარხარ,
დარდი ხარ შენ ჩემი
ყოველთვის ვდარდობ როგორ ხარ,
ოცნება ხარ შენ ჩემი
თუმცა აუხდენელი,
იმედი ხარ შენ ჩემი
ჩემი ცუდი აზრების ხელის შემშლელი.


ავტორი: faifura13-05-2012, 19:54 კატეგორიაში: ბიბლიოთეკა » პოეზია ნანახია: 46 ანახე მეგობრებს ოდნოებში 0 მოგწონს? -



იქ სადღაც შორს


იქ სადღაც შორს

იცი მე უეცრად შემიყვარდი,
ვერ მოვერიე ამ გრძნობას,
იმ დღეს გაჩუქე ლამაზი ვარდი,
და გეფიცებოდი მე ერთგულებას,
შენ ჩემს სიყვარულს უთხარი უარი,
მე კი მოვერიე ცრემლებს,
მერწმუნე ამაზე რთული არაფერი არის,
ვეღარ ვპოულობ შენტვის სათქმელ სიტყვებს,
და შემიპყრო მე დარდმა,
დარდმა რომელიც დღე და ღამ მანწვალებს,
რატომღაც შემიყვარდა მე წვიმა,
წვიმა რომელიც მიაგავს ჩემს ცრემლებს,
არ გვქონია ერთად ყოფნის ბედი ჩვენ ორს,
ჩვენს შორის გაქრა ლამაზი სიტყვები,
შენ ხარ იქ სადღაც შორს,
მე კი აქ ჩემთვის ვიტანჯები.

---

ჩემი ერთგულება

თუ წვიმა გადაიღებს
და ჩემი გული იტირებს,
თუ ვინმე მოწყალებას გაიღებს
და მეტყვის ლამაზ სიტყვებს,
თუ ვინმე კარს გამიღებს
და ნაზად გამიცინებს,
თუ ვინმე ძმასავით მიმიღებს
და სულ მიერთგულებს,
თუ ვინმე შემიყვარებს
მე მას მივუძღვნი წლებს,
თუ ვინმე სემიმსუბუქებს
ჩემი გულის ტკივილებს,
თუ ვინმე შემიძულებს
ჩემი გული მას უგალობებს,
"ფასი არ აქვს ამ სიტყვებს
ვიცი ბევრი მაინც მიმატოვებს."


ავტორი: faifura6-05-2012, 19:03 კატეგორიაში: ბიბლიოთეკა » პოეზია ნანახია: 75 ანახე მეგობრებს ოდნოებში 0 მოგწონს? -



შენ ისევ დაბრუნდი


შენ ისევ დაბრუნდი
და მახსენებთავს,
რატომ მტანჯავ კვლავ?
ნუთუ ღმერთი არ გწამს?
დამავიწყდები გული დამშვიდდება,
შენ კი ისევ აღვიძებ მას.
როცა მქონდა ოცნება
რომ მენახე ისევ,
შენ მაშინ მემალებოდი
და არ მიღებდი კარს,
ჩემთან შეხვედრას ერიდებოდი
და უღიმოდი სხვას.
ერთ დროს ჩემს სხეულთან მეგობრობდი,
თუმცა უყვარდი ჩემს სულს,
როცა გითხარი შემიყვარდი
შენ ხელი კარი ჩემს გულს,
შენ მალევე დაგავიწყდი
მე კი გიხსენებ სულ.
როცა ვინმე შეგიყვარებს
მასაც ნუ ატკენ ჩემსავით გულს,
მე კი გავყვები ისევ წლებს
და მოვნახავ შესაფერის სიყვარულს.


ავტორი: faifura4-05-2012, 23:18 კატეგორიაში: ბიბლიოთეკა » პოეზია ნანახია: 53
ძირითადი სიტყვები
ანახე მეგობრებს ოდნოებში 0 მოგწონს? -



ვუძღვნი ჩემი ძმის ხსოვნას


ვიცი დედა მხოლოდ შენ მოგენატრები,
ჩემს სფლავთან გადმოგცვივა ცრემლები,
ცრემლებს მოყვება ლამაზი სიტყვები,
მე დავმსვიდდები,მარტო აღარ ვიქნები,
ვიცი გამიხსენებს ჩემი და ძმები,
ალბათ მათ არ ვემახსოვრები,
ალბათ ნახეს ჩემი სურათები,
და დაგისვეს ჩემს სესახებ კიტხვები,
შენ ვეღარ დამალე ცრემლები,
შემოხვიე მათ ხელები,
და ჩემს სესახებ უთხარი ლამაზი სიტყვები,
ვიცი დედა მოგენატრები,
გთხოვ ქარს გაატანე სენი დარდები,
და მაშინ მე იქ ბედნიერი ვიქნები.


ავტორი: faifura27-04-2012, 14:44 კატეგორიაში: ბიბლიოთეკა » პოეზია ნანახია: 163 ანახე მეგობრებს ოდნოებში 0 მოგწონს? -



დავრჩი მარტო (ვუძღვნი მამაჩემის ხსოვნას)


დავრჩი ჩემს ცხოვრებასთან მარტო
რთული წარსულით და ბავსვობით
ჩემი მეგობარი გახდა სიმარტოვე
არ ვარ შემკული ოცნებით
იცი მეძნელება ცხოვრება
როცა შენ მიმატოვე
ცხრა წლის ვიყავი
და პატარა ბავშვი დამტოვე
არ გადანაშაულებ იცოდე მამა
და შენს საფლავსაც არ მივატოვებ
რა ვუყოთ რომ ასე მომექცა ბედმა
და დამომეგობრა მე სიმარტოვე.


ავტორი: faifura26-04-2012, 17:55 კატეგორიაში: ბიბლიოთეკა » პოეზია ნანახია: 163 ანახე მეგობრებს ოდნოებში 0 მოგწონს? -



უკვე იქნება გვიან


როცა შენ დაბრუნდები
უკვე იქნება გვიან,
დაგხვდება დახურული კარები
და შენ მოიწყენ ძალიან.
ყველგან მომძებნი
მაგრამ მაინც ვერ მნახავ,
ბოლოს მაინც მიპოვნი
და ჩემს საფლავთან მოხვალ,
ჩუმად იტირებ,შეუმჩნევლად
და თვალცრემლიანი წახვალ.
ჩემი წასვლა გაგხდის ავად,
მე შენთან მოვალ,
ოღონდ მე მოვალ უსხეულოდ,
შემოგხვევ ჩემს ხელებს,
შენ კი იჯდები უგულოდ,
და ეთამაშები ფიქრებს.
გთხოვ ნუ იდარდებ ძალიან,
როცა შენ დაბრუნდები
უკვე იქნება გვიან.


ავტორი: faifura26-04-2012, 16:24 კატეგორიაში: ბიბლიოთეკა » პოეზია ნანახია: 103
ძირითადი სიტყვები
ანახე მეგობრებს ოდნოებში 0 მოგწონს? -



ლექსების კრებული


გაირბენს დრო, ჩაივლის წყლები,
საათი დარეკს, და ისიც მოვა.
გამიფრინდება ბავშვობის წლები,
მოვა ზაფხული და შემოდგომა.

შემოდგომაზე დავხატავ სურათს
და მე ეს ტილო გამითქვამს სახელს,
დაველოდები მერე ცივ ზამთარს,
და მაინც ბოლო ნახატი მამხელს.

მოვა ზამთარი, გამოიცვლებით,
ჩაიძირებით მოგონებებში…
ოთახში ჩუმად გარდავიცვლები
ჩემი პალიტრით და ფუნჯით ხელში.

გასვენების დღეს იქნება წვიმა.
წვეთები უკვე წუწუნს იწყებენ,
მიმაბარებენ თბილისის მიწას
და მერე ალბათ… დამივიწყებენ...

დათო კრაწაშვილი
---

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.

წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

---

ბატონო ჩემო,
აყვავდა თქვენი საყვარელი იასამანი,
გადიშალა მკერდზე ყვავილი...
მე მოვირთვები, გაოცდება მავან-მავანი
და თქვენს ნაცვლად თბილისს დავივლი...
ბატონო ჩემო!
შებინდებისას დაქანცული ქუჩის ხმაურით,
მთვრალი სუნით იასამანის,
მე დავწერ თქვენთვის, არ ექნება ლექსს სათაური
და ეს იქნება ჩემი წამალი.
ბატონო ჩემო!
შუაღამისას ჩუმად გამცნობთ იასამნობას
და რაიმეს უფრო სანატრელს...
როდის ჩამოხვალთ,
მომენატრეთ,
როდის ჩამოხვალთ
და ღამეს კვლავ თეთრად გავათევ...
ბატონო ჩემო!
უთქვენობამ და გაზაფხულმა იძალა ერთობ,
ამ ტკივილებსაც კვლავ სათქვენო ლექსად ვინახავ,
იასამნობა გამაგიჟებს, დამღუპავს, ღმერთო!
გადამარჩინეთ...
ბატონო ჩემო,
მე თქვენ მიყვარხართ!

აყვავდა თქვენი საყვარელი იასამანი,
ბატონო ჩემო!

---

ველური მზერით გიყვარს თამაში,
ჩემს წინ ამაყად, ნებივრად დგომა.
ძლივს დატეულხარ ვიწრო კაბაში
შენ, გაზაფხული და შემოდგომა.

ჯანსაღი ფერით, მდიდარი ტანით
მოხეთქილი ხარ როგორც ჩანჩქერი,
ჩემს წასალეკად და გასატანად
და არსაიდან არ ჩანს საშველი.

შენა ხარ ჩემი თავდავიწყება,
და მზიან გულზე დარდად მოწოლა,
ჩემი საცერა თვალებით გაგცრი,
აგაბრიალებ ველურ კოცონად.

შემოგადნება სხეულზე კაბა,
როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით ტანი
და ოცნებაში თრთის ვარდის ქაფად
შენი ღვთიური, რძისფერი ტანი.

მოდი,
იხუვლე,
ნაპირს გადმოდი,
თავდავიწყებას რახან მპირდები.
მე ცარიელი ვარ კალაპოტი
და ამომავსე შენი ზვირთებით


ავტორი: Admin9-04-2012, 23:45 კატეგორიაში: ბიბლიოთეკა » პოეზია ნანახია: 84 ანახე მეგობრებს ოდნოებში 0 მოგწონს? -

გენაცვალე
superqali.com
საუკეთესო ავტორები თავი გამოიჩინეს
ტოპ კომენტატორები საუკეთესო კომენტატორები
გამიკითხვა დააფიქსირე შენი აზრი!
წლის რომელი დრო გიყვარს ყველაზე ძალიან?
გაზაფხული
ზაფხული
შემოდგომა
ზამთარი
ყველა მიყვარს
არცერთი

ყველა გამოკითხვები
რეკლამა ჩვენთან რელამა იაფია!
{changeskin}