რეკლამა 20$ თვეში
superruso@mail.ru
მთავარი გვერდიმთავარი საიტის წესებისაიტის წესები რეგისტრაციარეგისტრაცია როგორ დავამატო სიახლე?როგორ დავამატო სიახლე სიახლის დამატებასიახლის დამატება For authorsFor authors
ნავიგაცია საიტის კატეგორიები
კომენტარები ბოლო კომენტარები

misha.kokaiaн.д. სიახლეში
გემშვიდობები


faifuraн.д. სიახლეში
ბავშვობა





misha.kokaiaн.д. სიახლეში
ბავშვობა

Adminн.д. სიახლეში
უსიყვარულოდ…

კალენდარი საიტის კალენდარი
«    მაი 2012    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
რეკლამა რეკლამა საიტზე
10$ თვეში





ლექსები დედაზე...


დედავ
რა იყო, რამ დაგაღონა,
ჩემო შავფერო დედაო,
რაც შენ წახვედი მას მერე
სწორ გზას ვეღარა ვხედაო,
მოდიან შავი კაცები
გულს და გონებას მგლეჯავენ,
სული ურწმუნოთ წაიღეს
მამულს ყორნები სწეწავენ,
გვასამარებენ ქართველებს
დღედაღამ გულში გვხვრეტავენ.
ერთს გეხვეწები, მითხარი
მანდედან აქ რას ხედავენ,
ჩვენ მოშველებას მანდედან
ნეტავ რატომ ვერ ბედავენ?
ან ვინც მოვიდა აქედან
იქნება ჩუმად არიან,
რომ არ დაღონდეთ მანდ მაინც
აქ რა ყოფნითაც არიან.
სხვა რა ვთქვა,შენი საფლავი
აღარ მინახავს თვალითა,
სული მიჭირავს კბილითა
დავათრევ ძალის-ძალითა,
ღმერთს შეეხვეწე ერთს მაინც,
ნუ დამწვავს ცოდვა-ბრალით


ავტორი: Bacho18-09-2011, 12:26 კატეგორიაში: ბიბლიოთეკა » ლექსები დედაზე ნანახია: 4156 ანახე მეგობრებს ოდნოებში 0 მოგწონს? -



ლექსი დედაზე - დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო


დედავ -- სიცოცხლის დიდო საწყისო,
დედავ -- სიცოცხლის ბურჯო მაგარო,
.. ეს გული შენი გულით ხალისობს,
...შენი თვალებით ვხედავ სამყაროს

ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს
შენ დამღეროდი „ნანას", „მზე შინას",
.. რამდენი ღამე არ გძინებია,
რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა


დანარჩენი სრულიადში..


ავტორი: Bacho24-07-2011, 00:26 კატეგორიაში: ბიბლიოთეკა » ლექსები დედაზე ნანახია: 4681 ანახე მეგობრებს ოდნოებში 0 მოგწონს? -



ლექსი დედაზე - შენით თენდება


შენით თენდება, შენით ღამდება,
ჩემო ძვირფასო დედა!
გთხოვ ,მაპატიე შენი სიცოცხლე
მე თუ ვაქციე ცრემლად

დედა შვილისთვის ყველაფერია,
შვილი დედისთვის-სევდა,
ფიქრთ და დარდით გაჭაღარავდი,
განა ვერ ვამჩნევ? ვხედავ.


.


ავტორი: Bacho19-07-2011, 12:18 კატეგორიაში: ბიბლიოთეკა » ლექსები დედაზე ნანახია: 6651 ანახე მეგობრებს ოდნოებში 0 მოგწონს? -



ლექსი დედაზე...


ვინ ცდილობს მასწავლოს ცხოვრება ქვეყნად?
ვის უნდა ვიცოდე ყველაზე მეტად?
ნათელი სიყვარულით ვინ მოვა ჩემთან?
სითბოს გადმოაფრქვევს გულიდან დედა.

არ მიმატოვებს გასაყარ გზებთან,
სიმშვიდეს მჩუქნის ყოველთვის,ყველგან,
უკუნ სიბნელეში სანთლად ამენთება,
როგორც ყოველთვის ისევე დედა.




დანარჩენი სრულიადში


ავტორი: Bacho23-06-2011, 23:41 კატეგორიაში: ბიბლიოთეკა » ლექსები დედაზე ნანახია: 3343 ანახე მეგობრებს ოდნოებში 0 მოგწონს? -



5 ლექსი დედაზე


ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი - მხოლოდ ერთია.
დედა ერთია ვით მზის ამოსვლა.
ვით უკდავება, დედა ერთია,
და ქვეყანაზე ომის დაწყება
ეგ იგივეა - დედას ესვრიან.
ახალს ლანდივით შორდება ძველი,
ცხოვრების გზაზე ვის არ შეცვლიან,
არ გაჩენილა დედის შემცვლელი, -
სილამაზე და დედა ერთია.
დედა ერთია ვით სინანული,
ვით სისპეტაკე, დედა ერთია,
სიკვდილისათვის თვალის ამოთხრა
მხოლოდ დედას თუ გაუბედნია.
დედამ დათესა ეგ სილამაზე,
დასაბამიდან რასაც ეტრფიან,
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი მართლა ღმერთია


დანარჩენი სრულიადში


.


ავტორი: Bacho6-05-2011, 23:29 კატეგორიაში: ბიბლიოთეკა » ლექსები დედაზე ნანახია: 14557 ანახე მეგობრებს ოდნოებში 0 მოგწონს? -

გენაცვალე
superqali.com
საუკეთესო ავტორები თავი გამოიჩინეს
ტოპ კომენტატორები საუკეთესო კომენტატორები
გამიკითხვა დააფიქსირე შენი აზრი!
წლის რომელი დრო გიყვარს ყველაზე ძალიან?
გაზაფხული
ზაფხული
შემოდგომა
ზამთარი
ყველა მიყვარს
არცერთი

ყველა გამოკითხვები
რეკლამა ჩვენთან რელამა იაფია!
{changeskin}