|
ნავიგაცია
საიტის კატეგორიები
კომენტარები
ბოლო კომენტარები
კალენდარი
საიტის კალენდარი
არქივი
საიტის არქივი თვეებით
მაისი 2012 (87)აპრილი 2012 (120) მარტი 2012 (88) თებერვალი 2012 (169) იანვარი 2012 (148) დეკემბერი 2011 (128)
რეკლამა
რეკლამა საიტზე
|
დღეს მთელი დღე ვფიქრობდი...არ ვიცი რაზე...თითქოს რაღაც მაწუხებდა,თავს მოუსვენრად ვგრძნობდი და ვნერვიულობდი... უკვე ერთი კვირაა რაც იისფერ ბედნიერებაზე ვფიქრობ...წარმოდგენა არ მაქვს როგორია იისფერი ბედნიერება..ალბათ ძალიან ლამაზი და მშვენიერი,თუმცა რატომ მაინც და მაინც იისფერი და არა ვარდისფერი????! სიტყვა ბედნიერება ხომ ვარდისფერთან ასოცირდება???!!!უცნაურია..... ![]() იცი, მე ერთი ბედნიერება მჭირს _ შენი მისამართი რომ არ გამაჩნია, თორემ იმდენს მოგწერდი, მოკვდებოდა საცოდავი ფოსტალიონი შენთან წანწალში. დაისვენონ ფოსტალიონებმა!!! მე კი ოდესმე ვიცი, გიპოვნი... და ამ პოვნამდე, თუკი გაუძლო განადგურებას ყველა წერილმა და ყველა ლექსმა, მე თვითონ, სათითაოდ უნდა წაგიკითხო და მერე წინასწარ ვიცი, გამიჩნდება სურვილი სიკვდილის... სიკვდილის შემდეგ და სიკვდილამდეც ვიფიქრებ შენზე! ყველა გამარჯვებას ახლავს დამარცხება! მთავარია, სიკვდილის შემდეგ ხელახლა დაბადება შეძლო... ![]() Yvelaze metad miyvarxar ,roca me ar mekutvni,radgan me shenshi chemi lamazi ocnebebi miyvars…. ![]() ეს ცხოვრება სპექტაკლია,რომელიც სავსეა დრამატული,ტრაგიკული და ბედნიერი წუთებით.ყოველი ჩვენგანი ამ სპექტაკლის მთავარი გმირია....სპექტაკლის რეჟისორი კი უფალია.....უფალი რომელიც ალბათ ოპტიმისტურად აფასებს თითოეული მსახიობის მიერ დაშვებულ შეცდომას და ცდილობს კიდევ მისცეს შანსი....თუმცა ადამიანები ისეთი უსინდისოები ვართ,რომ ამ შანსს არასოდეს ვიყენებთ სა ზოგჯერ არც კი ვიფიქრდებით იმას რომ უფალმა მეორე შანსი მოგვცა დაშვებული შეცდომის გამოსასწორებლად,მაგრამ ამაოდ....შევცდებით,გული გვეტკინება და კვლავ უფალთან მივალთ დახმარების სათხოვნელად....ის კი არასოდეს მიგვატოვებს...ყოველთვის დაგვეხმარება.... ![]() ტირილი მინდა... მაგრამ ცრემლები არ მომდის... მინდა თვალები დავხუჭო და გავქრე... ან შენ გაგაქრო... არა, რა სისულელეს ვამბობ... შენ ხომ ცხოვრებას მილამაზებ... ქვეყანა რომც ინგრეოდეს, მაინც მენდომებოდა სიცოცხლის გაგრძელება... მხოლოდ იმის იმედით გავიღვიძებდი დილით,რომ იქნებ შენი თვალები მენახა... ყველაფერს დავთმობდი, რაც კი ძვირფასია ჩემთვის, რომე კიდევ ერთხელ მაინც მეგრძნო შენი სიახლოვე... შენი გულის ცემა... შენი სითბო... იცი რატომ მიყვარს ზღვა? ის შენს თვალებს მაგონებს... იცი რატომ მიყვარს პატაარ ბავშვი? ის შენი ღიმილივით სუფთაა და სათნო... იცი რატომ მიყვარს სიჩუმე? სიჩუმეში შენი გულის ცემა მესმის... იცი რატომ მიყვარს სიცოცხლე? იმიტომ რომ შენ არსებობ... მეძინება... მაგრამ თვალების დახუჭვის მეშინია... იმიტომ რომ ვიცი... შენს სახეს დავინახავ... და მერე ისევ ტირილი მომინდება... მაგრამ ცრემლები არ წამოვა... მინდა რომ შენთან ერთად გატარებული ყოველი წამი გავყინო და შევინახო... ... საერთოდ არ ვარ ძუნწი... მაგრამ შენ არ დაგთმობდი... მინდა, რომ ჩემი იყო! მხოლოდ ჩემი... შენზე ფიქრები არ მასვენებს... ყველაფერზე შენ მახსენდები... თუ ძალიან გამიმართლა, შეიძლება მთელი დღე გავიდეს ისე,რომ არ გამახსენდე... მაგრამ ღამეს ხო ვერსად გაექცევი? როცა დაწვები... და მარტო... სიჩუმეში... სიბნელეში... გინდა თუ არა, ის ფიქრები ამოგიტივტივდება, რომლებსაც ცდილობდი გაქცეოდი მთელი დღის განმავლობაში... და მერე ისევ ტირილი მინდება... მაგრამ ცრემლები არ მომდის... იცი რატომ? იმიტომ, რომ შენს გამო წამოსული ცრემლების დაკარგვაც მენანება... მირჩევნია გულმა იტიროს... და ტირის კიდევაც... ![]() შინაგანად ყოველთვის უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებდი პიროვნების ფაქტორს. ყოველთვის ვთვლიდი და ვთვლი, რომ პიროვნების ფაქტორი გადამწყვეტია ისტორიისათვის. შეიძლება ვამეტებ, მაგრამ ჩემი აზრით პიროვნებაა ის წყალგამყოფი, რომელიც ისტორიის დინებას ცვლის ჟამიდან ჟამზე, ზოგისთვის ცხადად, ზოგისთვის შეუმჩნევლად, მაგრამ ცვლის. სხვა საკითხია ვინ არის ეს პიროვნება, საიდან მომდინარეობს მისი ძალმოსილება. კარგია, თუკი ღვთისგან, კარგი კი არა ბედნიერებაა, რადგანაც ეს ნიშნავს, რომ ერი მთლიანად, საზოგადოება, საღმრთო გზებზე გადადის, რაც უკვე წმინდანთა უშუალო ჩარევას ნიშნავს ისტორიის მდინარებაში. საქართველოს ისტორიაში ეს მრავალგზის მომხდარა და ასეთ დროს იქსოვება სწორედ მართლმადიდებელი ერებისა და სახელმწიფოების ისტორიული მწვერვალები. ასეთ დროს სახელმწიფოს მმართველებადაც კი წმინდანები გვევლინებიან - მეფეები უპირატესად. ჩვენ შეიძლება ახლოს ვიყოთ ასეთ ისტორიულ მონაკვეთთან ჩვენი არსებობისა. ცდილობთ ყველაფერი გააკეთოთ თქვენი საყვარელი მამაკაცისთვის? და ვის უფრო სჭირდება ეს, თქვენ თუ მას? ნუ ურეკავთ მას ყოველ წამს, არ არის საჭირო ყოველთვის იცოდეს სად ხართ და რას აკეთებთ… ნუ უგზავნით მას სასიყვარულო ესემესებს… ნუ ურეკავთ მას მხოლოდ იმის სათქმელად,რომ ძალიან მოგენატრათ… მას არ სჭირდება თქვენი მოფერება მაშინ,როდესაც თავი ლომი ჰგონია… ეს ყველაფერი მისთვის მოსაწყენი ხდება…ის ხომ ლომია…მას ნადირობა და ხიფათი სწყურია… ![]() რას ვეძებთ მთელი ცხოვრება? ალბათ ყველანი ვეძებთ ერთსადაიგივეს - საკუთარ თავს სხვის გულში…. დავსდევთ ჩვენს ფანტომურ ოცნებებს, ძლიერ და იშვიათ ნარკოტიკს - სიყვარულს…და უბრალო ადამიანურ სიყვარულს კი არა,როგორც სასიამოვნო ემოციას,არამეტ რეზონანსს, ჩვენი სურვილების თანხვედრ ვექტორს, რომელსაც არაფერი საერთო არა აქვს რეალობასთან…სამწუხაროდ ამ ფანტომთან ბრძოლა საკუთარი ძალებით არარეალურია…ამაზეც ღმერთის ნებაა საჭირო… ![]() ოცნება ზღაპრული სამყაროა,წუთიერი ბედნიერებაა.თუ ადამიანს ოცნების უნარი არა აქვს,ის მეცხრე ცაზე არასოდეს ყოფილა,ბედნიერად არ უგრძვნია თავი.ამბობენ,ადამიანი რომ იბადება მისი ბედის წერილიც მაშინვე იწერება და მისი განუყრელიაო.მართალია,საკუთარ ბედის წერას ვერსად გაექცევი. როგორი ლამაზია ოცნება,მაგრამ წამიერია.როცა გამოერკვევი და რეალობას დაუბრუნდები,გულის სიღრმეში ჩაგწვდება ის რაც ყველაფრისგან შორსაა.ოცნება ოცნებაა და მეტი არაფერი.გინდა დროებითი ბედნიერება?იოცნებე და შენზე ბედნიერი ქვეყნად არავინ იქნება.დახუჭე თვალი და გაექცევი ყველას და ყველაფერს,რაც გიკლავს გულს და რაც გირთულებს სიცოცხლეს. . დე,ნუღარ ტირი რა გთხოვ... მელეპარაკე ისევ... და ისევ მომეფერე.. მე შენს ყველა შეხებას ვგრძნობ..მომიყევი შენზე..დე,ძალიანმაინტერესებსროგორი ხარ..ლამაზი იქნები... მერე ყველას ვეტყვი რომყველაზე ლამაზი დედამყავს... მე შენში ვიზრდები... და შენ მიზრდი ჩემსსამყაროს...გთხოვ აღარ იტირო დედა....მე შენს ცრემლებსაც ვგრძნობ.. სევდასაც..და ჩემს სივრცეშიც აღწევს შიში....და მეც მეშინია დედა...შენი ცრემლების მეშნია და იმ სასოწარკვეთილი სიტყვების ღამით რო მეჩურჩულები...მერე რა რომ მამა წავიდა... ნუ ტირი... მე გეყოლები დედა..მომიყევიისეპირველად რომ მიყვებოდი... როგორ გიხაროდა დე ჩემი თავი შენში...როგორაღფთოვანებით მეუბნებოდი რომ იფიქრებდი ჩემს სახელზე და ყველაზემაგარსახელს დამარქმევდი...ამბობდი რომ მამის თვალებიუფრომომიხდებოდა...და აუცილებლად შენი ღიმილი მექნებოდა,რადგან როცამუცელზეიყურებოდი სულ იღიმოდი..გეგონა,ვგრძნობდი ამ მზერას...ვგრძნობდი დედა...!..მამა არ უნდა წასულიყო..მამას ხომ ასე უყვარდი... მე არ დამაბრალო დე.. და არ იტირო მამის გამო...მამამ ჩემი თავი დაგიტოვა..ახლაც გამალებით გიცემს გული.. და ჩემი პაწია გულიც აჩქარებულია...მე მეშინია დედა... მეშინია რომ ვეღარ გნახავ... და ვერც ყველას ვეტყვი,რომ ლაამზი დედა მყავს..ჩემისივრცეპატარავდება შენი სევდით.. სუნთქვა მიძნელდება... .
გენაცვალე
|
TOP - სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საუკეთესო ავტორები
თავი გამოიჩინეს
ტოპ კომენტატორები
საუკეთესო კომენტატორები
გამიკითხვა
დააფიქსირე შენი აზრი!
წლის რომელი დრო გიყვარს ყველაზე ძალიან?
რეკლამა
ჩვენთან რელამა იაფია!
{changeskin}
2010, 2011, 3d, Fashion, Rihanna, Фотограф, ავტომობილი, ახალი, ბიკინი, ბუნება, გოგო, გოგოები, ეროტიკა, ვიდეო, იეროგლიფი, კაბა, ლამაზი, ლექსები, ლექსი, ლონდონი, მაგარი, მოდა, მოდელი, მხატვარი, პოეზია, ჟურნალი, სასაცილო, საქორწილო, სიყვარულზე, სიყვარული, სტატუსები, სუპერ, სხვადასხვა, ულამაზესი, ფოტო, ფოტოგრაფი, ფოტოები, ფოტოსესია, ცხოველები, ხოხმა
ყველა ტეგის ჩვენება |